აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება

აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი- სოხუმის", ქობულეთის განშტოების 700 მეტრიანი მონაკვეთი ახალ დერეფანში გადაიტანა, რითაც ორი რეგიონის გაზმომარაგების შეწყვეტის საშიშროება მოიხსნა.

 2017 წლის დეკემბერში ადიდებულმა მდინარე სუფსამ, ქუთაის-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზომლეთთან 80 მეტრი სიგრძის მონაკვეთი  და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითთან, 100 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი დააზიანა. 34-ე კმ-ზე დაფიქსრიდა გაზის მცირე გაჟონვებიც, რომელიც ავარიულ რეჟიმში მალევე შეკეთდა. მასშტაბური ავარიის თავიდან ასაცილებლად  საჭირო გახდა700 მეტრი სიგრძის მილის ახალ დერეფანში გადატანა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ორი თვის განმავლობაში საკუთარი რესურსის და ტექნიკის სრული მობილიზებით, მაგისტრალური გაზსადენი "ქუთაისი-სოხუმის" ქობულეთის განშტოების ახალი 700 მეტრიანი სიგრძის 500 მმ-იანი დიამეტრის  მონაკვეთი ააშენა.  6 თებერვალს, ახლად აშენებულ მილსადენზე, მოქმედ მაგისტრალთან შეჭრითი სამუშაოები ჩატარდა.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...