ვერა მერსედეს მარტინი: საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით

ვერა მერსედეს მარტინი: საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

"ეკონომიკის სამინისტროში ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

17 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...