ჩიკაგოში, ქართული IDF-ის მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინ კონგრესში, ილინოისის და ჩიკაგოს მერიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

ჩიკაგოში, ქართული IDF-ის მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინ კონგრესში, ილინოისის და ჩიკაგოს მერიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

9 თებერვალს, ამერიკის შეერებულ შტატებში საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი გაიმართება. ღონისძიება ჩიკაგოში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ცენტრში გაიმარება და მისი ორგანიზატორი „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ (IDF) ქართული ოფისია. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან და მისი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეა. ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ჯინჭარაძის თქმით, ჩიკაგოში პირველად იმართება ქართული ბლოკჩეინ კონგრესი და ფაქტი საკმაოდ სასიხარულოა.



„ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბლოკჩეინ კონგრესმა. მასში ადგილობრივების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. 50 გამომსვლელს შორის არიან ილინოისისა და ჩიკაგოს მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები ჩინეთიდან, სინგაპურიდან, უკაინიდან, ლონდონიდან, შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

სამიტზე, სპეციალურ დეკლარაციას მივიღებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიაზე. ჯგუფში მოიაზრებიან სპეციალისტები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. ბევრს საინტერესო საკითხს განვიხილავთ კონგრესზე, მათ შორის ბლოკჩეინ ეკონომიკა და კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში, და სხვა. 

აუცილებელია, რომ მსგავსი სახის პანელური დისკუსიები საქართველოშიც გაიმართოს. ანალოგიური პლატფორმა, საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაერთონ პროცესში“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ფონდის პრესსამსახურში განაცხადეს, ღონისძიებას დაესწრებიან სილიკონ ველიდან ჩამოსული სტუმრები, ასევე ილინოისის გენერალური ასამბლეის ყოფილი და მოქმედი წევრები. ქართული ბლოკჩეინ კონგრესისი ერთ-ერთი მხარდამჭრი კი ილინოისის სავაჭრო პალატაა.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...