მთავარი » ბიზნესი » "ჯიპიაი ჰოლდინგი" ბიზნეს რისკების შესახებ მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებას განაგრძობს
"ჯიპიაი ჰოლდინგი" ბიზნეს რისკების შესახებ მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებას განაგრძობს
17:00 | 5 თებერვალი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ბიზნეს რისკების შესახებ მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებას განაგრძობს

კატასტროფები და მათი რისკების შემცირება - ამ თემაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც მისი გამგეობის წევრი, ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს კლუბის ინიციატივებს. კატასტროფების რისკების შემცირება და ამ მიმართულებით კორპორაციული კულტურის განვითარება კი კომპანიის საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. "ჯიპიაი ჰოლდინგი" ამ მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად გეგმავს, ამის შესახებ შეხვედრაზე ჯიპიაის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა ისაუბრა.

2017 წელს არაერთმა შემთხვევამ საზოგადოებას დაანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხანძარს. თითოეულმა შემთხვევამ ძალიან დიდი ზარალი, ბიზნესების გაჩერება და ზოგ შემთხვევაში გაკოტრებაც კი გამოიწვია. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროგრამა, რომლის საშუალებითაც რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდიდით ინფორმაციას ბიზნეს რისკების დაზღვევის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, უხსნიდნენ მათ ქონების დაზღვევის მნიშვნელობას და ხელმისაწვდომობას. ჯიპიაი ჰოლდინგი წელსაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას - ვფიქრობთ, რომ უშუალოდ დაზღვევაზე ინფორმაციის მიწოდების გარდა, მნიშვნელოვანია მეწარმეებმა იცოდნენ თუ რა სისტემები უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის ან უკვე შემდგომ ზარალის შესამცირებლად. ამიტომ ჩვენი სოციალური პასუხისგმებლობის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ ამ საკითხებზე კონსულტაციებიც გავუწიოთ მეწარმეებს და ამ კუთხითაც დავეხმაროთ მათ ბიზნეს რისკების შემცირებაში.“ - აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილმა.
პრევენცია, რისკების შემცირება და ზიანის ანაზღაურება - გაეროს სტანდარტების მიხედვით, კატასტროფების მართვის ამ სამ ძირითად პრინციპზე ისაუბრა "ბრიჯ -ინოვაცია და განვითარების" წარმომადგენელმა, ირაკლი სანებლიძემ, რომელმაც კლუბის წევრებს შეხვედრაზე რისკების შემცირების შესახებ უახლესი ინფორმაცია გააცნო.

კლუბის წევრებმა იმსჯელეს, თუ რამდენად ითვალისწინებენ კომპანიები საქართველოში შესაძლო კატასტროფების შედეგად გამოწვეულ საფრთხეს და როგორია არსებული პრაქტიკა ამ მიმართულებით. მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში კატასტროფის შედეგად მთლიანად ბიზნესს ექმნება საფრთხე, ბიზნეს სექტორის სასიცოცხლო ინტერესი უნდა იყოს პასუხისმგებლობის გაზიარება რისკების შემცირების კუთხით.
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის განახლებას უახლოეს მომავალში გეგმავს.