თბილისის ქუჩებზე მოძრაობის რეფორმაში ფეხმავლის პრიორიტეტი უპირობო უნდა იყოს

თბილისის ქუჩებზე მოძრაობის რეფორმაში ფეხმავლის პრიორიტეტი უპირობო უნდა იყოს

ავტოსაცობებით გადატვირთული თბილისის ქუჩების განმუხტვის კომპლექსური გეგმის თანახმად, რომელსაც „მენაშენეთა ასოციაცია“ ადგენს, ფეხმავალს უპირობო პრიორიტეტი ენიჭება დედაქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე.

თბილისის მერის კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში „მენაშენეთა ასოციაცია“ ავტოსაცობებისა და პარკინგის პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვის კიდევ ერთ პუნქტს ასაჯაროებს.

რეკომენდაცია #5. ფეხმავალს აქვს პრიორიტეტი – ქალაქი/ქვეყანა ვითარდება. ვინაიდან დღეს ყველაზე კომფორტულ ტრანსპორტს წარმოადგენს საკუთარი მანქანა, ეს ბუნებრივად იწვევს იმას რომ მრავლდება მანქანების რაოდენობა. რაც არ უნდა ბევრი ესტაკადა აშენდეს, ეს არასდროს არ იქნება საკმარისი - ვინაიდან მანქნაების რაოდენობის ზრდის ტემპი ყოველთვის უფრო მაღალი იქნება და გაასწრებს ეტაკადების თუ დამატებითი გზების მშენებლობას.

შესაბამისად, „მენაშენეთა ასოციაციის“ წევრების აზრით, გზების და ესტაკადების მშენებლობა ვერ გადაჭრის პრობლემას და მოსაფიქრებელია სხვა გზები, რითაც პრობლემა დარეგულირდება. „ცხადია, ჩვენი პოზიცია არ გულისხმობს, რომ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს გზების და ესტაკადების მშენებლობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პრობლემის ოპტიმიზაციის საშუალება, მაგარამ არავითარ შემთხვევაში არ არის პრობლემის მოგვარების გზა“, – მიაჩნიათ მენაშენეებს.

„მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები, არის ის, რომ ყველანაირი უპირატესობა ენიჭება ფეხმავალს და არა მძღოლებს. ფეხმავალად ითვლება ისიც, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“.

ეს ერთერთი საკვანძო პოსტულატია, რაზეც ჩვენ, საზოგადოება, უნდა შევთანხმდეთ. როგორც კი ამაზე ვთანხმდებით, ეგრევე ლაგდება მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ბევრ რამეს ნიშნავს: 

• რომ ტროტუარზე მანქანას ვერ გავაჩერებთ, იმიტომ რომ ფეხმავალი კომფორტულად უნდა გადაადგილდებოდეს;

• რომ რკინის გადასასვლელები კი არ იქნება, არამედ შუქნიშნების და ეწ „ზებრების“ რაოდენობა გაიზრდება და შესაბამისად, მძღოლები უფრო ხშირად გაჩერდებიან შუქნიშნაზე;

• რომ საზოგადოებრივი ტრანსპრტი (რაც ფეხმავალთან არის გათანაბრებული) საცობის გარეშე იმოძრავებს - მკაფიოდ განსაზღვრული გრაფიკით (განრიგის ხილვა აპლიკაციით იქნება შესაძლებელი); 

• რომ საბიუჯეტო თანხების პრიორიტეტი მეტად იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ორიენტირებული, ვიდრე დამატებითი ესტაკადების მშენებლობაზე (თუმცა ესეც აუცილებელია).

„საზოგადოების შეთანხმება ფეხმავალის პრიორიტეტულობაზე გამოიწვევს ამ და სხვა ბევრ საკითხზე ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება“, – აცხადებენ მენაშენეები.

„თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს კომფორტული, მოსახლეობის ნებისმიერი ფენისათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ უნდა იყოს სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი. ეს უნდა გადავტეხოთ მენტალურად“.

მანამდე „მენაშენეთა ასოციაციამ“ გაავრცელა რეკომენდაცია, რომელიც დედაქალაქში პარკინგის აპლიკაციის შექმნას და ამ გზით მანქანების გასაჩერებელი ადგილების მართვის ოპტიმიზაციას გეგმავენ. მაგალითად, როდესაც მოქალაქე ყიდულობს პარკინგს თავისი ბინის სიახლოვეს, ეს ავტოსადგომი არ მუშაობს ოპტიმალურად – იმიტომ, რომ დატვირთული არის მხოლოდ ღამის საათებში და დასვენების დღეებში. სხვა დროს, როდესაც სამსახურში მივიდვართ, ან ქალაქიდან გავდივართ, ეს პარკინგი უმოქმედოა.
„მენაშენეთა ასოციაცია“ პარკინგის პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების, დაახლოებით, 12–პუნქტიან პაკეტზე მუშაობს. თუმცა, ეს არ მიაჩნიათ საკმარისად და ყველა პროფესიონალის ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ – ურბანისტები, არქიტექტორები, მეგზევეები, და ა.შ.

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

15 ივნისი, 2018

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ...