სეთურიძე: საგზაო დეპარტამენტი ჩინური "სინოჰიდროს" სატენდერო სიიდან ამოღებას ითხოვდა

სეთურიძე: საგზაო დეპარტამენტი ჩინური "სინოჰიდროს" სატენდერო სიიდან ამოღებას ითხოვდა

ჩინური "სინოჰიდრო", რომელიც ამჯერად ყველაზე მსხვილბიუჯეტიან, 254 მილიონის ღირებულების გზას აშენებს საქართველოში, 2013 წელს მსოფლიო ბანკის მოთხოვნის თანახმად, ვერცერთ იმ ტენდერში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებდა.უფრო მეტიც, "სინოჰიდროს" არც ქვეკონტრაქტორად აყვანის უფლებას იძლეოდა მსოფლიო ბანკი და არც კონსულტანტად.

ამას "აიპრესს" წერილობით საგზაო დეპარტამენტიც უდასტურებს. 

ჩვენს კითხვაზე: 2013 წლის 3 დეკემბრიდან კომპანიას დროებით ჩამოერთვა ტენდერშ მონაწილეობის უფლება მსოფლიო ბანკის პროცედურები სშესაბამისად. გთხოვთ გვაცნობოთ რა იყო კონკრეტულად დისკვალიფიკაციის მიზეზი? რა განმარტება ჰქონდა მსოფლიო ბანკს?

სატრანსპორტო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს, რათა „სინოჰიდრო“ სატენდერო სიიდან ამოეღოთ, მაგრამ ბანკმა ქართული მხარის არგუმენტები საკმარისად არ ჩათვალა და ჩინური კომპანია კონკურსში დაუშვა...
გიორგი სეთურიძე: გზების დეპარტამენტის რეკომენდაციით ჩინური „სინოჰიდრო“ ამოღებული იქნა მოკლე სიიდან, რაც მსოფლიო ბანკის კომისიამ უსაფუძვლოდ ჩათვალა და იგი დაუშვა შემდგომ ეტაპზე. საერთაშორისო ტენდერები მიმდინარეობს დონორი ორგანიზაციების, ე.წ. გაიდლაინების მიხედვით და გზების დეპარტამენტი და სხვა ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია ათანხმებს მასთან და ისინი წყვეტენ ვინ იქნას დაშვებული საბოლოო ეტაპზე და ვინ არა". (კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია "იბერიასთან")
გამოდის, რომ კომპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სკანდალშია გახვეული, საქართველოში ყველაზე მაღალი ღირებულების საგზაო პროექტია ჩააბარეს. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზედმიწევნით კარგად ფლობდნენ ინფორმაციას "სინოჰიდროს" "შავი საქმიანობის" შესახებ.

უფრო მეტიც, 2014 წლის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრებს წინ ედოთ სანქცია, რომელიც მსოფლიო ბანკმა "სინოჰიდროსთან" მიმართებაში მიიღო და რომლის თანახმადაც კომპანიას გარკვეული პერიოდი, ყველა იმ პროექტში ეკრძალებოდა მონაწილეობის მიღება, რომელშიც რაიმე ფორმით მსოფლიო ბანკი ფიგურირებდა.

დღეს როგორც ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულების გზა ანდეს, სისხლის სამართლის საქმეშია გახვეული და ძიება დღემდე მიმდინარეობს.საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

საუბარია ქალაქ რუსთავის მიმდებარედ 841 ძირი სხვდასხვა ხის ჭრის ფაქტზე, რამაც საბოლოო ჯამში 420,608.00 ლარის ზარალი მიაყენა გარემოს.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდა კომპანიას ქობულეთშიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ აწარმოებდა ინერტული მასალების უკანონო გზით მოპოვებას, რამაც18,480.00 ლარის ზარალი შეადგინა. 

საქმე, რომელშიც სონოჰიდრო ფიგურირებს, დღემდე ძიებაშია. საგულისხმოა, რომ ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველომ 4 წელი ვერ გამოიძია ფაქტი, რომელიც დღისით, ზისით და ყველას თვალწინ ხდებოდა.

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

7 საათის წინ

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი"...