მთავარი » ეკონომიკა » ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების სააგენტოსა და "Frank Group" - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების სააგენტოსა და "Frank Group" - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
15:22 | 2 თებერვალი, 2018

ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების სააგენტოსა და "Frank Group" - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ებრაულ კომპანიას "Frank Group" - ს შორის თბილისის ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ისრაელის ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური (Shabtai Tsur) დაესწრო.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ საკითხებს აერთიანებს: გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები); ისრაელის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება; სტარტაპებისთვის ფიჩინგსესიების მოწყობა; ქართველი სტარტაპებისთვის ისრაელის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა და სხვა.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ , "Frank Group"-ის ხელმძღვანელმა მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები ქართველ სტარტაპერებთან გამართა. სტუმარმა ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის შესახებ და ჩვენს ქვეყანაში სამომავლო ინვესტიციების შესაძლებლობებიც განიხილა.

საერთაშორისო ჰოლდინგი "Frank Group" - ი 50 წლის წინ დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მედიცინა, უძრავი ქონება, სამრეწველო ინდუსტრია, ტურიზმი და ვენჩურული დაფინანსება მაღალტექნოლოგიურ სფეროში.