ჩინური "სინოჰიდრო", რომელსაც 254 მილიონიანი გზა ანდეს, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს

ჩინური "სინოჰიდრო", რომელსაც 254 მილიონიანი გზა ანდეს, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს

კომპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სკანდალშია გახვეული, საქართველოში ყველაზე მაღალი ღირებულების საგზაო პროექტია ჩააბარეს. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზედმიწევნით კარგად ფლობდნენ ინფორმაციას "სინოჰიდროს" "შავი ხვრელების" შესახებ.

უფრო მეტიც, 2014 წლის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრებს წინ ედოთ სანქცია, რომელიც მსოფლიო ბანკმა "სინოჰიდროსთან" მიმართებაში მიიღო და რომლის თანახმადაც კომპანიას გარკვეული პერიოდი, ყველა იმ პროექტში ეკრძალებოდა მონაწილეობის მიღება, რომელშიც რაიმე ფორმით მსოფლიო ბანკი ფიგურირებდა.

27.06.2014 შეტყობინებაში კონტრაქტის მინიჭების შესახებ ჩანაწერით ირკვევა, რომ კომპანია "სინოჰიდრომ" მონაწილეობა მიიღო ტენდერში სამშენებლო სამუშაოები E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (კმ95-კმ114) მოდერნიზაციისთვის, მონაკვეთი II: აგარა-ზემო ოსიაური (კმ19-კმ31), მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

დისკვალიფიკაციის მიზეზი: 2013 წლის 3 დეკემბრიდან კომპანიას დროებით ჩამოერთვა ტენდერში მონაწილეობის უფლება მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად.



თუმცა, მიუხედავად ამისა, 2015 წლის 13 ოქტომბერს მაშინდელმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა საზეიმო ვითარებაშ გვამცნო, რომ: "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს იწყებს."

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:
სამტრედია-გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალი ღირებულებისაა და მისი ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იუე ბინი ესწრებოდნენ.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და „სინოჰიდროს“ პრეზიდენტის თანაშემწე ლუ ლიუშანმა მოაწერეს.

დღეს კი ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულების გზა ანდეს, სისხლის სამართლის საქმეშია გახვეული და ძიება დღემდე მიმდინარეობს.

"კორპორაცია სინოჰიდრო" სისხლის სამართლის საქმეში რომ ფიგურირებს, ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესს" შსს უდასტურებს, როგორც უწყებაში აცხადებენ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

საუბარია ქალაქ რუსთავის მიმდებარედ, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, თბილისი–რუსთავის გზის მე–3 მონაკვეთის მშენებლობის ტერიტორიაზე 2014 წლის 29 აპრილს და 30 მაისს ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა 841 ძირი სხვდასხვა ხეების ჭრის ფაქტზე, რამაც საბოლოო ჯამში 420,608.00 ლარის ზარალი შეადგინა.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდა კომპანიას ქობულეთშიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ აწარმოებდა ინერტული მასალების უკანონო გზით მოპოვებას, რამაც18,480.00 ლარის ზარალი შეადგინა.

თუმცა, ამ და კიდევ სხვა უამრავ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კომპანიისთვის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტი ჩაებარებინათ, მათ შორის სამტრედია-გრიგოლეთის გზა.

საქმე, რომელშიც სონოჰიდრო ფიგურირებს, დღემდე ძიებაშია. საგულისხმოა, რომ ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველომ 4 წელი ვერ გამოიძია ფაქტი, რომელიც დღისით, ზისით და ყველას თვალწინ ხდებოდა.

სამაგიეროდ, "სინოჰიდროსთან" დაკავშირებული ფაქტები, რომელიც სხვა ქვეყნებში მოხდა, დიდი ხნის გამოძიებული და გასაჯაროებულია. ასე მაგალითად:

„სინოჰიდროს“ მიერ მალაიზიაში აშენებულ კაშხლის ჯებირს Transparency International-მა და International rivers-მა კორუფციის მონუმენტი უწოდა.


„სინოჰიდრომ“ ზიმბაბვეში 533 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. პროექტის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტენდერის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი და რეალურ ღირებულებას 2-ჯერ აღემატებოდა.

„სინოჰიდრომ“ უგანდის საგზაო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროექტის პირობები არ შეასრულა და შემკვეთის ანტიკორუფციულმა ოფისმა არაკანონიერი კონტრაქტების გაფორმებაში დაადანაშაულა. „სინოჰიდროს“ განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური გავლენის გამო მუდმივად კრიტიკის საგანია.

მსგავსი პროექტების რიცხვშია ბოტსვანას აეროპორტის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ჩინურმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. პროექტის შემკვეთმა „სინოჰიდროს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას თანხის 90%, 527 მილიონ დოლარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა.

„სინოჰიდროს“ პრობლემები აქვს სომხეთშიც, სადაც ის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთს აშენებს.

სომხეთის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სინოჰიდროს მიერ ჩატარებული სამუშაოები „ჩრდილო-დასავლეთის“ მაგისტრალის ტალინ-ლანჯიკის და ლანჯიკი-გიუმრის მონაკვეთებზე უხარისხოდა შესრულებული.

„სინოჰიდროს“ ყირგიზეთში, სადაც ის მაგისტრალურ გზას აშენებს, უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობაში ადანაშაულებენ. ყირგიზეთის მთავრომაბ, მაგისტრალური გზის უხარისხოდ მშენებლობისთვის 2.2 მილიონი დოლარით დააჯარიმა...

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

15 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...