GPI: იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ! - ჯიპიაი ჰოლდინგი 2018 წელს ახალი მოწოდებით იწყებს

GPI: იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ! - ჯიპიაი ჰოლდინგი 2018 წელს ახალი მოწოდებით იწყებს

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" წელს ახალი მოწოდებით და მნიშვნელოვანი გეგმებით იწყებს.

"ჩვენი გვჯერა, რომ დაზღვევა იმ ადამიანებისთვის არსებობს, ვინც  მუდმივად მოძრაობს, ქმნის ახალს და არ უშინდება გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებს;  დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის გადამწყვეტია სამეწარომეო აქტივობის განვითარება, წინსვლა - ეს გზა კი აღსავსეა სირთულეებით. ჩვენი საქმიანობით, სადაზღვევო მომსახურებით საყრდენს ვუქმნით ადამიანებს, რომ სირთულეებთან გამკლავება მარტო არ მოუწევთ", - განაცხადა რადიო "კომერსანტში" გასული წლის შემაჯამებელ გადაცემაში "ჯიპიაი ჰოლდინგის" კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა.

"დაზღვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან, ეს არის ერთადერთი ფინანსური მექანიზმი გაუთვასლიწინებელ შემთხვევებში რისკების თავიდან ასაცილებლად. დაზღვევით თქვენ  გაქვთ მეტი შესაძლებლობა და გამბედაობა, აკეთოთ საქმე და შექმნათ დოვლათი, რადგან იცით რომ რისკები დაზღვეული გაქვთ. მეორეს მხრივ, რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო განვითარებულია დაზღვევა და ეს ერთმანეთთთანაა დაკავშირებული.

ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია განვითარების მხარდაჭერასთან. რადგან წარმატებისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებებით არის სავსე, დაზღვევა კი ამ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება დაზღვეულებს. ამიტომ ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია, შევქმნათ ისეთი სისტემები და სოლიდური ფინანსური საფუძველი, რომ რაც შეიძლება მეტი ადაიანი ჩავრთოთ სადაზღვეო სისტემაში და შევუქმნათ მომავლის გარანტიები", - აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილმა.

დაზღვევა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, ბიზნესის დაზღვევის მნიშვნელობა ამ პროცესში და 2017 წლის წარმატებული პროექტები, რომელიც საშუალო და მცირე მეწარმეთა ხელშესაწყობად განხორციელდა - გადაცემაში სამომავლო გეგმებთან ერთად გასული წელიც შეაჯამეს.

"2017 წელს არაერთმა შემთხვევამ საზოგადოებას დაანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს  ხანძარს. თითოეულმა შემთხვევამ ძალიან დიდი ზარალი, ბიზნესების გაჩერება და ზოგ შემთხვევაში გაკოტრებაც კი გამოიწვია.  ბავშვთა სამყაროს ხანძრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროგრამა, რომლის საშუალებითაც რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდიდით ინფორმაციას ბიზნეს რისკების დაზღვევის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, უხსნიდნენ მათ ქონების დაზღვევის მნიშვნელობას და ხელმისაწვდომობას".

პროგრამის ფარგლებში ბიზნესის დაზღვევაზე მომართვიანობა გასამმაგდა, შედეგად საკუთარ რისკებს ჯიპიაი ჰოლდინგს სულ უფრო მეტი მეწარმე ანდობს. სადაზღვევო კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად განაგრძობს. და მოუწოდებს იმ ადამიანებს ვისაც ნაბიჯი სიფრთხილის გამო ჯერ არ გადაუგამს: იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

7 საათის წინ

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი"...