ქუმსიშვილი: ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ახალ სტიმულს მისცემს

ქუმსიშვილი: ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ახალ სტიმულს მისცემს

"მარტში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას",  - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში.

"ფაქტია, როდესაც 2015 წელს აღნიშნული ვიზიტი პირველად მოხდა საქართველოში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...