ქუმსიშვილი: საქართველოსა და ბელარუსს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს

ქუმსიშვილი: საქართველოსა და ბელარუსს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს

"საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს 24 პროცენტიანი ზრდა და ორივე მიმართულებით როგორც საქართველოდან ბელარუსის მხარეს, ისე პირიქით, ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის წარმატებით დასრულების შემდეგ.

"აღსანიშნავია, რომ, თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ბელარუსული მაღაზიები, რომელთაც "ბულბაში" ჰქვიათ. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამავე დროს, დაგეგმილია მინსკშიც გახსნას ქართული ფორმატის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული პროდუქცია და სუვენირები.

ეს, ერთი მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის  მიწოდება ბელარუსის ბაზარზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...