ტურიზმის ადმინისტრაციის გამოცდილებას უზბეკეთი გაეცნო

ტურიზმის ადმინისტრაციის გამოცდილებას უზბეკეთი გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცდილებას ამჯერად უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციების შემდეგ უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის განვითარების კომიტეტის წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ.

სტუმრები დაინტერესდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკით და ხედვებით, გიორგი ჩოგოვაძისგან მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ რომელთა განხორციელების შედეგად ხდება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა.

უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ მარკეტინგული კამპანიებითაც რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებს. შეხვედრას უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...