დიმიტრი ქუმსიშვილი: ბელარუსის პრემიერთან ყველა საკითხზე შევთანხმდით

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბელარუსის პრემიერთან ყველა საკითხზე შევთანხმდით

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ბელარუსის პრემიერთან, რომლის დროსაც დეტალურად იქნა განხილული ჩვენი ურთიერთობები. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, სადაც, ერთი მხრივ, გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, მეორე მხრივ, არსებობს პოტენციალი და ამავე დროს, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი. ყველა საკითხი ძალიან დეტალურად განვიხილეთ და პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ბელარუსში, ქალაქ მინსკში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ბელარუსის პრემიერ-მინისტთან ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...