მთავარი » ეკონომიკა » ქუმსიშვილი: მადლობა იმ ბელარუსელ მაშველებს, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ 2017 წელს ბორჯომში
ქუმსიშვილი: მადლობა იმ ბელარუსელ მაშველებს, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ 2017 წელს ბორჯომში
17:00 | 31 იანვარი, 2018

ქუმსიშვილი: მადლობა იმ ბელარუსელ მაშველებს, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ 2017 წელს ბორჯომში

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა 2017 წლის აგვისტოში  ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელი მაშველები მედლებით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მადლობა გადაგვეხადა იმ ბელარუსელი კოლეგებისთვის, რომლებმაც 2017 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. დავათვალიერეთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უნივერსიტეტი, სადაც ვერტიკალურად არის ინგეტრირებული სწავლების სრული კურსი, როგორც დაწყებითი ეტაპების, ასევე მართვის და სამეცნიერო ნაწილის. ჩვენ ვართ დარწმუენბული, რომ ჩვენ თანამრომლობის შესაძლებლობა გვექნება,  კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ბელარუსელ მაშველებს, იმ გმირ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ 2017 წელს ბორჯომში", - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ ვაშჩენკოს პირველი ხარისხის მედალო "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" და 10 მაშველს სხვადასხვა ხარისხის მედლები  გადასცა.

დაჯილოდების ცერემონია ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პირველ ვიცე-პრემიერს საპატიო დახვედრა მოუწყვეს.