კვლევა: საქართველოს ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისთვის

კვლევა: საქართველოს ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისთვის

კვლევის - "საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო.

კვლევის თანახმად, კერძო სექტორი გამორჩეულად დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო ადმინისტრირებას, რაც, კომპანიების აზრით, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში მეწარმეებმა ასევე შეაფასეს მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო და შრომის ბაზარი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელი მთლიანობაში, დაგეგმილზე მაღალი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა.

"ზრდის მაჩვენებლები იყო დაგეგმილზე მაღალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შორის, ხუთეულში შევედით  და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მოსალოცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და ბიზნესის წარმომადგენლებს მასთან კომუნიკაციაში მაქსიმალური გულწრფლობისა და გახსნილობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა ბიზნესსექტორის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული საკითხები, რომლებზე მუშაობაც, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების ფორმატში გაგრძელდება.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

15 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...