რამაზ ნიკოლაიშვილი: შემდგომ პროექტებში სინოჰიდროს მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი იქნება

რამაზ ნიკოლაიშვილი: შემდგომ პროექტებში სინოჰიდროს მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი იქნება

"ჩინური კომპანია "სინოჰიდროს"მიერ განხორციელებულ პროექტებს შესაძლოა საქართველოში პრობლემები შეექმნას", - ასე აფასებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პორტალ herald.co.zw-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანია "სინოჰიდრო"თაღლითურ გარიგებებში ამხილა და "შავ სიაში" შეიყვანა.

"სინოჰიდრო" საქართველოში ამჟამად ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის" შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის ღირებულება, რომელსაც ჩინელები აშენებენ, დაახლოებით 254 მილიონი ლარია. რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, მისი ღირებულება და დაახლოებით 210 მილიონი ლარია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცემა "კომერსანტს" განუცხადეს, რომ ამ ყველაფერზე კომენტარს ერთ კვირაში, ანუ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ქვეყანაში დაბრუნდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კი კომპანია "სინოჰიდრო"საქართველოს კონტრაქტორი ჩინური კომპანიიაა და ის მსოფლიო ბანკის პროექტებს ახორციელებს. შედეგად, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტსაც. ნიკოლაიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ქეისი კონკრეტულ კომპანიას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, შემდგომ პროექტებში მისი მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი იქნება.

ნიკოლაიშვილის შეფასებით, ეს კონკრეტული ფაქტი კომპანია "სინოჰიდროს" ფინანსურ მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მის მიერ დაწყებულ პროექტების განხორციელებას გარკვეული პრობლემა შეექმნას.

"ყველა დონორი გაითვალისწინებს "შავ სიაში"ჩასმის ფაქტს. როდესაც ამხელა კომპანიას ხელი შეეშლება სხვა ტენდერებში მონაწილეობაში, მისი შემოსავლები შემცირდება და პრობლემები ექნება. ეს საკმაოდ ცუდია კომპანიისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან ჩვენი კონტრაქტორია", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...