ეკატერინე მიქაბაძე: 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.8% შეადგინა

ეკატერინე მიქაბაძე: 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.8% შეადგინა

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.7%-ი შეადგინა. 2017 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ასევე 4.7% იყო.
 
რაც შეეხება 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, ის 4.8%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით დეკემბერში 12.4%-ით  არის გაზრდილი. ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  3 611 ერთეულს გაუტოლდა, რაც  2.3%-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით. 
 
2017 წლის დეკემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა  12.3%;
  • უძრავი ქონება - ზრდა 11.6%;
  • სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ზრდა 32.5%;
  • საფინანსო საქმიანობა - ზრდა 20.6%. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2017 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის 50%-იანი, ხოლო იმპორტის 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
 
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.  დეკემბერში  ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 22%-ით (33.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 186 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. 17.7%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ  118.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
 
"მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.  ამასთან, საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

17 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...