სომხეთის მთავრობა ავტომაგისტრალის მშენებელი ჩინური "სინოჰიდროს" შესაცვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს

სომხეთის მთავრობა ავტომაგისტრალის მშენებელი ჩინური "სინოჰიდროს" შესაცვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, ქვეყნის  ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსხვილი ჩინური სამშენებლო კომპანიის China Construction First Group-ის წარმომადგნლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში აღნიშნული ორგანიზაციების ჩართვა და თანამშრომლობა იყო. ამის შესახებ სომხური გამოცემა 1in.am იტყობინება.

რამდენიმე კვირის წინ სომხეთის პრემიერმა ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელსაც ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" აშენებს. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო შეჩერებულია. ჩინურმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ყველა მოთხოვნა დაარღვია. ავტომაგისტრალის მშენებლობის ძირითადი დონორი და კრედიტორი აზიის განვითარების ბანკია.

სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ კარენ კარაპეტიანის შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან, შესაძლოა, ჩრდილო-დასავლეთის ავტომაგისტრალის ფინანსური სტატუს-ქვოს შეცვლას უკავშირდებოდეს.

სომხეთიი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ჩინურ კომპანიას მშენებლობის კეთილსინდისიერ შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. აფრიკის განვითარების ბანკმა "სინოჰიდრო" შავ სიაში შეიყვანა, ხოლო Transparency international-მა მის აშენებულ ჯებირს კორუფციის მონუმენტი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინური "სინოჰიდრო" საქართველოში გზების ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სატრანსპორტო გზების დეპარტამენტის არაერთი ასობით მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული. ამჟამად  "სინოჰიდრო" სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას აშენებს. მისი განხორციელებულია ქუთაისის, ქობულეთის და რუსთავის შემოვლითი გზების სამშენებლო სამუშაოები.

წყარო: http://ru.1in.am/1207474.html

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...