საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინური "სინოჰიდროს" საქმიანობის შესწავლას იწყებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინური "სინოჰიდროს" საქმიანობის შესწავლას იწყებს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი ჩინური კომპანია სინოჰიდრო აფრიკის განვითარების ბანკმა "შავ სიაში შეიყვანა". "სინოჰიდრო" ამჟამად ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტს - სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს აშენებს.

უცხოურ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Transparency international-მა "სინოჰიდროს" მიერ აშენებულ კაშხლის ჯებირს კორუფციის მონუმენტი უწოდა.

ჩინური კომპანიის უარყოფით საერთაშორისო იმიჯზე და კორუფციულ საქმიანობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ პირველი კომენტარი გამოცემა "კომერსანტთან" გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს რაც "სინოჰიდროზე" გაჟღერდა, არ შეიძლება ვიწრო წრეში იქნას განხილული:

"ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლით, ამაზე გარკვეული ანაგარიშიც მომზადდება, რათა  ჩვენი  და  ჩვენი კოლეგა ორგანიზაციების შესყიდვების ჯგუფები  ამ ორგანიზაციის  შესახებ ინფორმაციას გაეცნონ და მომავალში  შერჩევა-შეფასების ეტაპებზე გამოიყენონ", -  განაცხადა სეთურიძემ.

"სინოჰიდრო" საქართველოში ამჟამად ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია. ჩინურ კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. კონკრეტულად კი, "სინოჰიდრო" სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას, ქობულეთის შემოვლით და ოსიაური-ჩუმათელეთის გზებს აშენებს. მთლიანობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია საქართველოში მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

გიორგი სეთურიძის განცხადებით, "სინოჰიდროს" სომხეთშიც აქვს პრობლემები გზის მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცნობილია.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

15 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...