''სოკარ ენერჯი ჯორჯიამ'' ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო

''სოკარ ენერჯი ჯორჯიამ'' ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა - სოკარ ენერჯი ჯორჯიამ, არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონს და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონს - ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო.

ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გია გიორგაძე.

მაჰირ მამედოვმა ნანა ძაგნიძეს და ქართველ მოჭადრაკეებს წარმატებები უსურვა, მით უმეტეს, რომ 2018 წელი ქართული ჭადრაკისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ორ-ორი გუნდით წარსდგებიან.

სოკარი განაგრძობს ქართული ჭადრაკის გვერდში დგომას. დარწმუნებული ვართ, ერთად კიდევ არაერთი წარმატების მომსწრეები ვიქნებით.

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

22 ივნისი, 2018

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...