მთავარი » ეკონომიკა » კინ დე ბირი: საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს
კინ დე ბირი: საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს
12:59 | 26 იანვარი, 2018

კინ დე ბირი: საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან "The Afterlove" შეასრულებს.

ასევე შესრულდება მისი ძველი ჰიტები,რომელმაც მას მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოუტანა  ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან 26 მაისს დაუვიწყარი შოუ გველის. ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ  საყვარელ ჰიტს, მომღერლის ბოლო სინგლის "Love Me Better"-ის ჩათვლით. ირკვევა, რომ კომპანიას ქართულ ბაზარზე  ამბიციური  მიზნები აქვს: „საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად უნდა იქცეს", - მიაჩნია კომპანია Black Pearl Live-ს  მმართველ პარტნიორს კინ დე ბირს.

"ჩვენი სურვილია კომპანია ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის მოთამაშედ და აჩვენოს ყველას, რომ საქართველოში გამართული კონცერტები თუ ღონისძიებები შეიძლება იყოს იმავე დონის, როგორც მსოფლიოში აღიარებული და გახმაურებული შოუები. ამიტომ არის ჯეიმს ბლანტის მსოფლიო ტური Afterlove ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვსურს დავანახოთ სხვა შემსრულებლებს, რომ საქართველო იმსახურებს მონაწილეობდეს ყველა მსოფლიო მნიშვნელობის ტურნეში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ მსოფლიო კლასის ღონისძიებები და კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისი პოტენციალიც გააჩნია", - აღნიშნავენ კომპანიაში.

ვინ იქნება შემდეგი? Black Pearl Live-ს წარმომადგენლები საიდუმლოდ იტოვებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლოდინი აუცილებლად გაამართლებს. "რა თქმა უნდა ეს საიდუმლოა. უკვე რამდენიმე აგენტი დაგვიკავშირდა, რომელთაც მეტი მსოფლიო კლასის შემსრულებლების გამოგზავნა სურთ. თუმცა ამჟამად, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ჯეიმს ბლანტის შოუზე", ჩვენი პარტნიორების  გამოცდილება და კონტაქტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან გვიხსნის სივრცეს საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის შოუებს- განმარტავს კინ დე ბირი.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ის, ვინც 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს, მოხვდება სპეციალურ გათამაშებაში - ჯეიმს ბლანტი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს, 30 იღბლიანი კი სწორედ, ამ გათამაშებიდან შეირჩევა და შეძლებს პირადად გაიცნოს საყვარელი მომღერალი.