საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა იანვარში 0.7%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა იანვარში 0.7%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი იანვრისათვის 19.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 141.5 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 509.5 მლნ ლარით, ანუ 4.3 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 34.44 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.81 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

8 საათის წინ

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს. წლიური საპროცენტო განაკვეთი...