ბანკების საკრედიტო დაბანდება, 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა

ბანკების საკრედიტო დაბანდება, 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 133.7 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 21.7 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.0 მლნ ლარით (3.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185.3 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2017 წლის დეკემბრის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 47.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 11.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.91 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.06 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

თბილისის ტექნოპარკში "სტარტაპ კვირეული" გაიხსნა

5 საათის წინ

"სტარტაპ კვირეული" თბილისის ტექნოპარკში 22-26 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში სტარტაპები  ყველა შესაძლებლობას გაეცნობიან, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე სთავაზობენ. პროექტი...