"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

"სილქნეტი" "ჯეოსელს" ყიდულობს

დღეს "სილქნეტმა" "ჯეოსელის" შესყიდვის შესახებ განაცხადა. მიღწეულია შეთანხმება "ჯეოსელის" აქციონერებთან: "Telia Company" (STO:TELIA) და "Turkcell" (NYSE: TKC, IST: TCELL).

გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი.  დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკისა და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი "სილქნეტისა" და მობილური ოპერატორი "ჯეოსელის" გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.

"სილქნეტი" Orange Alliance-ის წევრია, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარებასა და მათი სამუშაო ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს და  მათ საშუალებას აძლევს მსოფლიო კლასის წამყვანი ოპერატორის გამოცდილებითა და  ტექნოლოგიებით ისარგებლონ.

"სილქნეტისა" და "ჯეოსელის" გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, "სილქნეტის" ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით.

"გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი", - განაცხადა "სილქნეტის" და მისი დამფუძნებელი კომპანიის "სილქ როუდ ჯგუფი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

"ჩვენ მივესალმებით "სილქნეტისა" და "ჯეოსელის" მაღალი პროფესიონალიზმით და  კორპორატიული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში".

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

კომპანიებმა "ჰულიჰან ლოკი" (Houlihan Lokey) და "ერნეჰოლმ ჰასკელ" (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია "დენტონსი" (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

1 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...