მთავარი » ეკონომიკა » ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსის გამოსაცხადებლად მზად ვართ
ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსის გამოსაცხადებლად მზად ვართ
14:28 | 25 იანვარი, 2018

ქუმსიშვილი: კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსის გამოსაცხადებლად მზად ვართ

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომერციული ატაშეების დანიშვნის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"გამომდინარე იქედან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში. გამსხვილდა აწარმოე საქართველო, რაღაც პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასულიყვნენ აწარმოე საქართველოში, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონომიკის სამინისტროს დონეზე იმისათვის, რომ დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი დაბრკოლება, რატომაც არ გამოცხადდა კონკურსები", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თუმცა, მინისტრის თქმით, ისინი ამ ეტაპზე კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურის გამოსაცხადებლად მზად არიან.

"სავარაუდოდ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ. გვინდა, საუკეთესო კადრით დაკომპლექტდეს იმიტომ, რომ მოლოდინი მაღალი გვაქვს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.