ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო გამოთავისუფლებულ შენობაში თუ განთავსდება, ახალი აღარ აშენდება

ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო გამოთავისუფლებულ შენობაში თუ განთავსდება, ახალი აღარ აშენდება

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი უწყებისთვის ახალი შენობის ასაშენებლად მიწა მოძებნილია, ასევე მზად არის პროექტი. თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანებული სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ახალი შენობა აღარ აშენდება.

"ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა გაიყიდა აუქციონზე 9 მილიონ აშშ დოლარად, ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა ეს შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა ფუნქციონირება. დღეის მდგომარეობით, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა აგვეშენებინა.

მიწა მოძებნილია, პროექტი გაკეთებულია. ჩვენ ალბათ მიმდინარე კვირაში დავასრულებთ განხილვას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში გაერთიანებული სამინისტროს განთავსებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდაგვარად, რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, თუ განვათავსეთ, ახალი სამინისტროს შენობა არ აშენდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა.

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

9 საათის წინ

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის...