თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისი ბანკის 2017 წლის ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება რომელიც 1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა დასრულდა. გათამაშებაში თიბისი ბანკის 360 000-მდე მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 15 იანვარს სამი გამარჯვებულის გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიამ დალაქიშვილი-ამინაშვილი 50,000 ლარით, ანი ქაფიაშვილი 10,000 ლარით ხოლო იოანე ფრანგიშვილი  5,000 ლარით დასაჩუქრდნენ.

ინტერნეტ და მობაილაბნკის გათამაშება სულ 3 თვე გრძელდებოდა 2 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში, ყოველი თვის დასაწყისში 55,000-მდე მომხმარებლს ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლისთანავე მომენტალური საჩუქრები, 10GB-მდე მობილური ინტერნეტი ან 2,000 ლარამდე თანხა გადაეცა.

გათამაშების ფინალი, 15 იანვარს, 20:00 საათზე, თიბისი ბანკის  ცენტრალურ ფილიალში გაიმართა. ინტერნეტბანკის მომხმარებლებს YOUTUBE-ის ლინკი გაეგზავნთ,რომლის საშალებითაც გათამაშების ყურების საშუალება ჰქონდათ.

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

3 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...