გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 31 იანვრიდან-4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე "Spielwarenmesse 2018" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს "კოდალა", შპს "ჯეოთოიზ" და შპს "თამაშობანა" მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე - "Spielwarenmesse 2018" მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა.

შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში - ექსპორტის" მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...