მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და ENSA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და ENSA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნულ სკოლას (ENSA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქალაქ  შამონიში,  საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d’Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელი მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს "სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას" შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს  ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მთის გიდთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონსორციუმ "სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის" გამგეობის წევრი დათუნა რაქვიაშვილი და თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი  გურამ ნიკოლაშვილი.

ENSA-სთან თანამშრომლობა, საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში საფრანგეთის მხარის გამოცდილების დანერგვის მიზნით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც  ეკატერინე სირაძე-დელონე ეწვია შამონის და შეხვდა სკოლის ხელმძღვანელობას. 2016 წლის ივნისიდან  საელჩომ,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საქართველოს სამთო გიდთა ასოციაციასთან თანამშრომლობით დაიწყო კონსულტაციები ENSA-სთან საქართველოში მთის გიდების საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ორმხრივი შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საფრანგეთის სპორტის სამინისტროსთან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ENSA.

ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც.

ENSA-ს მნიშვნელობას საქართველოსათვის ზრდის ის ფაქტიც, რომ სკოლა და მისი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანწილადაა ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ და სკოლა ყოველწლიურად ამზადებს ასობით უცხოელ მოთხილამირესა და ალპინისტს. ეს მხოლოდ ალპების რეგიონს (საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია და სლოვენია) არ შეეხება, სადაც გეოგრაფია აუცილებელს ხდის ალპების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობას.  ENSA-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს ასევე ანდებისა და ჰიმალაის მიმდებარე სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან და სწავლების გარკვეულ ნაწილს ის ინგლისურ ენაზეც ახორციელებს.

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

10 საათის წინ

19 ივნისს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" საკონფერენციო დარბაზში "აჭარა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  (სემეკ) ახალი პროგრამის - "ელექტრონული ჟურნალის" პრეზენტაციას გამართავს. ამის...