საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო

საქართველოს ბანკმა განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს - საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკი, მიღების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბანკთან თუ ინსტიტუტთან და ამ პარტნიორობების საფუძველზე ქმნის ვაჭრობის ფინანსირების  საუკეთსო პროდუქტებს ადგილობრივი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის", განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

19 საათის წინ

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ...