ჩინურ "სინოჰიდროს" Transparency International-მა კორუფციის მონუმენტი უწოდა

ჩინურ "სინოჰიდროს" Transparency International-მა კორუფციის მონუმენტი უწოდა

ჩინურ "სინოჰიდროს", რომელიც საქართველოში ასობით მილიონიან ტენდერებს იგებს, Transparency International-მა კორუფციის მონუმენტი უწოდა.

Transparency International და International rivers-მა ჩინური კომპანია "სინოჰიდროს მიერ აშენებულ Bakun-ის კაშხლის ჯებირს კორუფციის მონუმენტი უწოდა.

ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" საქართველოს გზებს აშენებს. ამჟამად ისინი სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის ერთ-ერთ მონაკვეთს აშენებენ, რომლის ღირებულება 250 მილიონ ლარზე მეტია.

"სინოჰიდროს" აშენებულია რუსთავის და ქობულეთის შემოვლითი გზები და რიკოთის უღელტეხილის ერთ-ერთი მონაკვეთი. ჩინური კომპანია, რომელიც რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ კორუფციასა და არაკეთილსინდისიერ გარიგებებში ამხილა, საქართველოს ხელისუფლებასთან წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს.

ჯებირი ჩინურმა კომპანიამ მალაიზიის მთავრობის დაკვეთით ააშენა. კაშხლის ჯებირი, არასწორი და უხარისხო მშენებლობის გამო ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლების მიზეზი გახდა. ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად იქცა.

გამოვლინდა, რომ ჩინური კომპანიები, რომელიც განახლებადი ენერგიის განვითარების პროექტში იყვნენ ჩართულები, ბურუსით მოცულ გარიგებაში იყვნენ ბანგლადეშის, ნეპალის ბოლივიისა და ზამბიის მთავრობებთან.

კომპანია Sinohydro-ს შესახებ მალაიზიაში, ჰესის ჯებირის აშენების შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემზარავი ცნობები გავრცელდა. ინფორმაცია შეიცავს დოკუმენტებს, ფოტოსურათებსა და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც, კომპანია Sinohydro–ს ხელმძღვანელები უდიერად ეკიდებიან მშენებლობის პროცედურებს და ასევე საუბარია თანხების მითვისების ბრალდებაზე, მშენებლობისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ მუშები ცემენტში საჭიროზე მეტი მოცულობის წყალს ასხამენ, მასალის დაზოგვის მიზნით, რაც ცხადია, მშენებლობის ხარისხს ამცირებს:

http://www.sarawakreport.org/2011/04/bakun-dam-unsafe-exclusive-evidence-on-corner-cutting-and-sloppy-construction-practices/

აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" თაღლითურ გარიგებებში ამხილა და შავ სიაში შეიყვანა. გასული წლის ივლისში, აფრიკის განვითარების ბანკმა "სინოჰიდროსთან" ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა. გამოძიებამ, რომელიც საბანკო ექსპერტების ჯგუფმა ჩაატარა, დაადგინა, რომ ჩინური კომპანია თაღლითური სქემებით დიდ თანხებს არაკანონიერად ეუფლებოდა. AFDB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსების შესწავლის შემდეგ,  ჩინური კომპანიის წარმომადგენლები დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებთან და მუშებთან კორუფციულ გარიგეგებში ამხილეს:

http://www.herald.co.zw/afdb-blacklists-sinohydro/

http://www.weekendpost.co.bw/wp-news-details.php?nid=3958

შეგახსენებთ, რომ "სინოჰიდროს" პრობლემები აქვს სომხეთშიც, სადაც ის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთს აშენებს. მეზობელ ქვეყანაში გზის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაცია ითხოვს ბეტონის საფარის დაგებამდე, მაგისტრალის ყველა მონაკვეთზე გასწორდეს დაშვებული შეცდომები და მიწის საფარი სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდეს. სომხეთის ინფრასტრუქტურის და გზების მინისტრმა არაერთხელ გააფრთხილა "სინოჰიდრო", რომ ხარისხის გამოსწორებამდე კომპანიას სამუშაოს სხვა ეტაპზე გადასვლის საშუალებას არ მისცემენ. სომხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, მოეწვია გერმანელი ინჟინრები, რომლებიც გზის საფარის ხარისხს და დაგების ტექნოლოგიას გააკონტროლებენ. მინისტრმა, ვაჰან მარტიროსიანმა "სინოჰიდროს" მშენებლობები ექსპერტების კვლევის დასრულებამდე და მათი დასკვნის გამოქვეყნებამდე შეაჩერა.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

15 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...