"ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო"

"ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო"

ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს,- ამის შესახებ "საქმიან დილაში" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის პერსპექტივის გათვალისწინებით, საკმაოდ გაზრდილია ადგილობრივი შემოსავლებიც.

"ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო, რაც ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც სვანეთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგურის გამო სვანეთში 700 ჰა ტყის მასივი იჩეხება, არასწორია. მისი თქმით, პროექტის ყველაზე დიდი რეზერვუარი 267 ჰა ფართობს მოიცავს.

კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ "განუკითხაობის პერიოდში, 2013 წლამდე" მოსახლეობა ამ რაოდენობის ტყეს 2 დღეში ჩეხავდა და საშეშედ იყენებდა.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს "საპარტნიორო ფონდი" პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.

წყარო: bm.ge

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში "დიჯითონი"

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში "დიჯითონი"

20 საათის წინ

მობილური ოპერატორი "ვიონი საქართველო", (ბრენდი ბილაინი) უკვე 3 წელია მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს, იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს - დიჯითონს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბილაინი ავრცელებს. დიჯითონის...