ახალქალაქის რაიონი  ბუნებრივ გაზს მაღალი წნევით მიიღებს

ახალქალაქის რაიონი ბუნებრივ გაზს მაღალი წნევით მიიღებს

ახალქალაქის რაიონი  ბუნებრივ აირს მაღალი წნევით მიიღებს. ამის შესაძლებლობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის მიერ, მაღალი წნევის გაზსადენის  6 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოები იძლევა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა, გაზის მოცულობების გაზრდა, რაც შეუძლებელი იყო არსებული მილსადენით.

კორპორაციამ მაღალი წნევის გაზსადენის "წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის" ახალქალაქის განშტოებაზე, პოლიეთილენის 300 მმ-იან მილები, ლითონის იგივე დიამეტრის მილებით ჩაანაცვლა, რაც ახალქალაქისათვის ცივი ზამთრის პერიოდში გაზის მაღალი წნევით მიწოდებას უზრუნველყოფს.

გაზსადენზე ამჟამად წნევის ტესტირებითი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები განხორციელდება.

6 კმ-იანი, 300 მმ დიამეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობა  ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს "რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ"-მა განახორციელა.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...