მთავარი » ეკონომიკა » ქუმსიშვილი: მიღწეული შეთანხმებით ქართველი ექსპორტიორები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
ქუმსიშვილი: მიღწეული შეთანხმებით ქართველი ექსპორტიორები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
18:47 | 17 იანვარი, 2018

ქუმსიშვილი: მიღწეული შეთანხმებით ქართველი ექსპორტიორები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ

მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე  გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობები გააცნო.

"ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ. ჩინეთში, გასულ წელს, 7 მილიონ 600 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც  უპრეცედენტო მოცულობაა.  2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა, რაც ზრდის ჩვენი მწარმოებლებისათვის ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთი  საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა  სტუმრებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გამოფენის ორგანიზების იდეა "აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე", 2017 წლის მაისს გაჟღერდა. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო  ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.