GWP: გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

GWP: გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

დღეს, 17 იანვარს, სასტუმრო რუმსს თბილისში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის რთული საინჟინრო ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის კომუნალური წყლების გაწმენდას და  გაწმენდილი წყლების ბუნებაში დაბრუნებას. კომუნალური წყლების გაწმენდა არის კომპლექსური, რამდენიმე საფეხურიანი პროცესი, რომლის შედეგად ჩამდინარე წყლები გარემოსთვის უსაფრთხო ხდება.

აღნიშნულ პროექტში ჯივიპი უპრეცენდენტო, 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში კომუნალური წყლების გაწმენდა  ევროდირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მოხდება. შედეგად შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ძირითად სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია სტრაბაგი ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს.  გარდაბნის სარეაბილიტაციო პროექტს ზედამხედველობას უწევს გერმანული კომპანია შლეგელი. რეაბილიტაციის პროცესში   200 სპეციალისტია დასაქმებული.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას   ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG)  მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

კომპანიის მიერ მსგავსი ტიპის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელება  ხელს უწყობს, ერთის მხრივ  ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ -  მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

14 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...