2017 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 16.3%-ით გაიზარდა

2017 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 16.3%-ით გაიზარდა

2017 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 361.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2016 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.4 პროცენტი მოდიოდა.
 
2017 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მილიონი აშშ დოლარისა გასული წლის დეკემბერში.
დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

5 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...