საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო" ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო" ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო" საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით - "საქართველოს კაპიტალი" (Georgia Capital). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

კომპანიის ახალი სახელი, "საქართველოს კაპიტალი" უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: "Georgia Capital PLC" და "Bank of Georgia Group PLC".

2018 წლის თებერვლის ბოლომდე "საქართველოს კაპიტალის" თანამშრომლები, მენეჯმენტის გუნდის ჩათვლით, გადაინაცვლებენ ახალ სათავო ოფისში, მისამართზე: ტატიშვილის ქ. 3/5.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

14 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...