მთავარი » ბიზნესი » RMG დაბა კაზრეთისა და მიმდებარე სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით უზრუნველყოფს
RMG დაბა კაზრეთისა და მიმდებარე სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით უზრუნველყოფს
13:21 | 15 იანვარი, 2018

RMG დაბა კაზრეთისა და მიმდებარე სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშით უზრუნველყოფს

კომპანია RMG  სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია RMG ავრცელებს.

შპს RMG Gold-ის მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენილი ჯაგრცხილის ჯიშის 250 მ3  ხე-ტყე დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადაეცათ.

 სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის მარაგი შეშა RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ  ბუბა გობეჯიშვილმა გადასცეს.

"არემჯი" არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთნ დაკავშირებით  ჩვენ 120 ოჯახს ელექტრონული აუქციონის გზით ეროვნული სატყეო სააგენტოსგან შევუძინეთ ხე-ტყე გადავეცით საჩუქრად. კომპანია სოციალური პროგრამის ფარგლებში  აქტიურადა არის ჩართული  ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაში", - აცხადებს ამირან ქართველიშვილი არემჯის კორრპორაციული დირექტორის მოადგილე.

"ძალიან მისასალმებელია კომპანიის მხრიდან ასეთი აქტივობა, რაც გულისხმობს 120 სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას. "არემჯი" სისტემატიურად ერთვება მსგავს აქტივობებში, რისთვისაც მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის სახელით", - აღნიშნავს ბუბა გობეჯიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.