ევრობანკი ენგურჰესის მოდერნიზაციას დააფინანსებს - 28 მილიონი ევრო რეაბილიტაციას მოხმარდება

ევრობანკი ენგურჰესის მოდერნიზაციას დააფინანსებს - 28 მილიონი ევრო რეაბილიტაციას მოხმარდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას და რეაბილიტაციას. ეს არის საქართველოს უმსხვილესი ელ. ენერგიის მომწოდებელი. სესხის მოცულობა €28 მილიონია. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ავრცელებს.
 
სუვერენული სესხი ჰესის საოპერაციო კომპანიაზე - შპს ენგურჰესზე - გაიცემა. ამ რესურსით დაფინანსდება ინვესტიციები ჰესის განგრძობადი უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საერთო ჯამში ელ. ენერგიის წარმოებისა და კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლეობის გასაზრდელად, ისევე როგორც CO2 ემისიის შესამცირებლად.
 
ჰესი მდინარე ენგურის ბასეინში მდებრეობს. ის ქვეყანას აწვდის მოხმარებული ელ. ენერგიის 40 პროცენტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგო უსაფრთხოებაში.
 
ევრობანკის ფინანსური რესურსის გარდა კომპანია საგრანტო დაფინანსების სახით €7 მილიონს მიიღებს ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის საინვესტიციო ფონდიდან, ხოლო ტექნიკური თანამშრომლობისთვის ასევე გრანტის სახით მიიღებს €450,000 ავსტრიის DRIVE ფონდიდან, რაც მოხმარდება მდინრის მთელი ბასეინის მასშტაბით კოორდინაციის ინიციატივის განხორციელებას. ამ დაფინანსების ფარგლებში მოხდება საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობა.
 
"დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან საქართველოს განუხრელად ეხმრება ევრობანკი ენგურის ჰესის განვითარებაში, რათა მისი ეფექტიანობა გაიზარდოს და სუფთა ენერგიის სანდო, ხელმისაწვდომი და მდგრადი წყარო გააჩნდეს საქართველოს და მის მეზობელ ქვეყანებს. გვახარებს ამ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის და სტრუქტურულად მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი საინჟინრო ქმნილების მხარდაჭერის შესაძლებლობა", - აცხადებს ევრობანკის კავკასიის, მოდოვასა და ბელორუსის რეგიონული დირექტორი, ბ-ნი ბრუნო ბალვანერა.
ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

ეროვნული ბანკი "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალისტად დასახელდა

15 საათის წინ

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე (Global Inclusion Awards) "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში ფინალისტად მეორედ დასახელდა. ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და...