ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბატონი გია ჭანტურიას გარდაცვალების გამო

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბატონი გია ჭანტურიას გარდაცვალების გამო

ბატონი გია ჭანტურია იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, რომელიც კომპანიას სათავეში ჩაუდგა 1995 წელს. განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია ის შრომა და ღვაწლი, რაც გია ჭანტურიამ გასწია ჩვენი ქვეყნისთვის მეტად რთულ პერიოდში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

"მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მოხდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პარტნიორ ქვეყნებთან და ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობით წარმატებით დასრულება, ამ პროექტების განხორციელების მხარდასაჭერად ქვეყანაში სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმის შემუშავება და აღნიშნული მილსადენების პროექტების მშენებლობა.

გია ჭანტურია გამორჩეული ადამიანი იყო მისი პიროვნული თვისებებით, პრინციპულობით, მიზანდასახულობითა და პატრიოტიზმით. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამძიმარს უცხადებს გია ჭანტურიას ოჯახს და ახლობლებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...