საქართველოს ბანკი EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

საქართველოს ბანკი EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

საქართველოს ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ტრანშის ათვისების თაობაზე განაცხადა.

ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ის შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულობით 242 მლნ ლარი, საიდანაც მეორე ტრანშმა 135 მლნ ლარი შეადგინა. პირველი ტრანშის მსგავსად, დაფინანსების მეორე ნაწილიც მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესების დაკრედიტებას და მათ შესაბამისობას DCFTA-ს მოთხოვნებთან, რასაც საგრანტო დაფინანსებით, ასევე, მხარს უჭერს შვედეთი და ევროკავშირი  EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

3 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...