მთავარი » ბიზნესი » აუდიტი: შსს-მ ორგანიზებული ტენდერების 49.1% მხოლოდ 1 პრეტენდენტის მონაწილეობით ჩაატარა
აუდიტი: შსს-მ ორგანიზებული ტენდერების 49.1% მხოლოდ 1 პრეტენდენტის მონაწილეობით ჩაატარა
19:21 | 8 იანვარი, 2018

აუდიტი: შსს-მ ორგანიზებული ტენდერების 49.1% მხოლოდ 1 პრეტენდენტის მონაწილეობით ჩაატარა

სამინისტროში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უკონკურენტოდ ჩატარებული ტენდერები, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ გასული წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა და 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ამ პრობლემის მასშტაბებზე მიუთითებს ის გარემოება, ორგანიზებული ტენდერების (კონსოლიდირებულის გარეშე) 49.1% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით.

"შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შეიცვალა. ეს გარემოება კი მნიშვნელოვანი რისკის შემცველია, მით უმეტეს, რომ სამინისტროში არსებობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის პრობლემა. 10 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ისეთი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება (3,284.6 ათასი ლარი), მხოლოდ 2.2%-ით შემცირდა (3,213.5 ათასი ლარამდე)", - აღნიშნულია კვლევაში.

ყველაზე მაღალფასიანი შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა (ლარებში):

დოკუმენტის თანახმად, სრულიად განსხვავებულ შედეგს იძლევა მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერები. 10 შედარებით მაღალბიუჯეტიანი ისეთი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება - 1,318.9 ათასი ლარი, 696.2 ათასი ლარამდე შემცირდა, რამაც საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი, თითქმის 47.2%-იანი ეკონომია გამოიწვია.

შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის სახით - ყველაზე მაღალფასიანი შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერთზე მეტმა პრეტენდენტმა (ლარებში):