სემეკმა ქ. გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

სემეკმა ქ. გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შემოვიდა ქ. გორის მოსახლეობის განცხადებები,  სს "საქორგგაზის" მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიას დაწყებული აქვს თითოეული განცხადების ინდივიდუალური შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამ განაპირობა   გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.

კომისიაში საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს მიმდინარე წლის 3 იანვრიდან. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. გორში და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.

კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, თუ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მხრიდან არ ეთანხმებიან განხორციელებულ დარიცხვებს, საკითხის შესწავლის მიზნით, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 16 216 და სოციალურ ქსელში არსებულ კომისიის გვერდზე. (www.facebook.com/gnerc)

თემები:
კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

20 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...