შსს საიდუმლო შესყიდვებს გეგმის გარეშე, სპონტანურად ახორციელებდა - აუდიტის დასკვნა

შსს საიდუმლო შესყიდვებს გეგმის გარეშე, სპონტანურად ახორციელებდა - აუდიტის დასკვნა

2016 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში არ იყო იდენტიფიცირებული, თუ კონკრეტულად რა სახის და რაოდენობის ქონების, ან მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ასიგნებებით, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ გასული წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა და 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, საერთოდ არ გაკეთებულა საიდუმლო შესყიდვების გეგმა და ამ კატეგორიის შესყიდვები სპონტანურად ხორციელდებოდა.

"აღნიშნული, ხელს უშლის როგორც ზოგადად ბიუჯეტის, ისე სახელმწიფო შესყიდვების სწორად დაგეგმვას და საბიუჯეტო ასიგნებების ხშირი გადანაწილების და შესყიდვების გეგმაში სისტემატური ცვლილებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაზრის კვლევასა და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრას.

"სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დაწესებულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაა შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება, "რომლის საშუალებითაც უნდა იქნეს მიღწეული დაწესებულების მიზნები საბიუჯეტო სახსრების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენებით". შესაბამისად, მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში მისი ხარჯებისა და შესყიდვების მოცულობის შესაბამისად არსებობდეს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ინსტრუქცია, ვინაიდან ის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს კონკურეტუნარიანი და ეკონომიური შესყიდვების განსახორციელებლად", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტშიც ისიც არის აღნიშნული, რომ სამინისტროში არ არის შემუშავებული ბაზრის კვლევის ინსტრუქცია.

"აუდიტის პერიოდში სამინისტროს შესყიდვების სამსახურის მიერ ბაზრის კვლევა ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხორციელდებოდა. ამასთან, ზოგჯერ არ ხდებოდა ბაზრის კვლევის პროცესის სათანადოდ დადოკუმენტირება, რის გამოც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენად სრულყოფილად და კვალიფიციურად განხორციელდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა", - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევაში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

9 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...