შსს-ს თანამშრომლების დაქირავებული ბინის ხარჯები 3 წელში 2.2-ჯერ გაიზარდა - აუდიტის დასკვნა

შსს-ს თანამშრომლების დაქირავებული ბინის ხარჯები 3 წელში 2.2-ჯერ გაიზარდა - აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც გასული წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, შსს-ს თანამშრომლებისთვის ბოლო წლებში ბინის ქირის ხარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, ეს ხარჯები ბოლო სამ წელში 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 2.20-ჯერ გაიზარდა.

ჯამში თუ 2013 წელს ხარჯები 232 600 ლარი იყო, 2016 წელს 512 800 ლარს შეადგინა. ამ ხარჯმა 2014 წელს შეადგინა 384 700 ლარი, ხოლო 2015 წელს 377 700 ლარი. რაც შეეხება დაქირავებული ბინების საიჯარო გადასახედებს იგი თვეში 287.5 ლარიდან თითქმის 3 000 ლარამდე მერყეობს.

დოკუმენტში ისიც წერია, რომ ბინის დაქირავების მიზანშეწონილობის საკითხს იხილავს მინისტრის ბრძანებით28 შექმნილი კომისია. აქვე აღნიშნულია, რომ ქირის ოდენობის კრიტერიუმი განსაზღვრული არ არის.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

21 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...