მთავარი » ბიზნესი » "რეგუსის" უნიკალური საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო", რაც მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის
"რეგუსის" უნიკალური საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო", რაც მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის
14:47 | 8 იანვარი, 2018

"რეგუსის" უნიკალური საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო", რაც მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია "რეგუსი" უკვე საქართველოშია, და  მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი "ტაბიძე 1", მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.

"რეგუსი" ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს,  დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. უკვე 30 წელზე მეტია, რაც მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები კომპანიის სერვისებით სარგებლობენ.  ჯამში ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფთი, ლინკდინი, ფეისბუქი, სამსუნგი, უბერი, ამაზონი და სხვა.

"ნდობა, გამოცდილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წლებმა მოიტანა.  როდესაც დიდი კომპანიები გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას, ისინი კითხულობენ არის თუ არა "რეგუსი" მათ ბაზარზე. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი შედიან "რეგუსი" ოპერირებდეს, რადგან მათთვის უკვე ნაცნობია "რეგუსის" მომსახურების ხარისხი და სდანდარტი. როდესაც ისეთ ქვეყანაში გიწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობ, "რეგუსის" სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია", - კომპანიის სერვისების მნიშვნელობაზე საუბრობს "რეგუსის" წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, "რეგუსი" მომხმარებელს სერვის ოფისს სთავაზობს, რაც სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწობილი ოფისები, ბიზნეს ლაუნჯი და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე.

"რეგუსის" ძირითადი მომხმარებლები საქმიანი ადამიანები არიან, მათ შორის ისინიც, რომლებიც საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ. ცნობილია რომ "რეგუსი" მათზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ანებივრებს. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანი ადამიანების, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, განკარგულებაშია "რეგუსის" საწევრო ბარათები - "ბიზნეს სამყარო": "ასეთი ბარათების მფლობელებს, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს არ ფიქრობენ, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ  სწრაფი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო, რადგან რეგუსის ფილიალის პოვნა მარტივად, აპლიკაციის საშალებით შეუძლიათ. რეგუსი, წვერებს სთავაზობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ კომფორტულ ბიზნეს ლაუნჯს".

მოქმედებს სამი ტიპის ბარათი: ლურჯი ბარათი, ოქროს ბარათი და პლატინის ბარათი. ლურჯი ბარათის მისაღებად აუცილებელია საკუთარი ანგარიშის შექმნა რეგუსის ვებსაიტზე ან რეგუსის აპლიკაციის გადმოწერა სმარტფონში, რაც  უფასო და მარტივად მოსახმარია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გახდეთ რეგუსის საზოგადოების წევრი, ისარგებლოთ  10% ფასდაკლებით  სერვისებზე, პირველმა მიიღოთ ინფორმაცია სიახლეებზე, იქონიოთ შეხვედრების ოთახების ან დღიური ოფისების  დაჯავშნის შესაძლებლობა სასურველ ქალაქსა და მისამართზე.

ოქროს ბარათის მფლობელებს გააჩნიათ წვდომა რეგუსის 3000 ბიზნეს ცენტრზე, სადაც მათ დახვდებათ  ინტერნეტი, უფასო ყავა და ჩაი, პრინტერის და ქსეროქსის გამოყენების საშუალება და მრავალი სხვა მომსახურება.ეს  არასრული ჩამონათვალია ჩვენი სერვისების. მნიშვნელოვანია, რომ რეგუსის ბიზნეს საზოგადოების წევრობა მოსახერხებელი და პრესტიჟულია.

და რით განსხვავდება მათგან პლატინა ბარათი, "რეგუსის" წარმომადგენელი საქართველოში განმარტავს: "პლატინა ბარათის მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური ოფისით, ულიმიტოდ. მათ შეუძლიათ თავისთან მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდმა რეგუსის შეხვედრების ოთახებზე 3000-ივე ბიზნეს ცენტრში. პლატინის ბარათი  საშუალებას აძლევს მის მფლობელს რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრებში - უოლსტრიტი, მედისონ ავენუე, ბროდვეი, პარკ ავენუე ნიუ იორკში, "ლონდონ მონიუმენთ" ლონდონში, "დაუნთაუნი დუბაი" დუბაიში, "სუნტექ თაუერ" სინგაპურში, "ტაბიძე 1" თბილისში. რეგუსის "პლატინის ბარათის" მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ინდივიდუალური ოფისი, შეხვედრების ოთახი და თანამშრომელი ადმინისტრაციული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად".

"რეგუსი" დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. "რეგუსი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "რეგუსში" ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული. ახლადგარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული  IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია,  რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია. "რეგუსი" უკვე 30 წელია, რაც  მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის  გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით.