არხი "სილქ უნივერსალი" განახლებული ფორმატით მაუწყებლობს

არხი "სილქ უნივერსალი" განახლებული ფორმატით მაუწყებლობს

"სილქ უნივერსალი" ახალი წლიდან განახლებული ფორმატით მაუწყებლობს. არხი სპორტული რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს მხატვრულ/დოკუმენტურ ფილმებს, ანიმაციას, რეიტინგულ სერიალებს და მეგა შოუებს თავაზობს.

მაყურებელს კვლავ შეეძლება მსოფლიოს წამყვანი სპორტული ჩემპიონატების და ტურნირების ყურება. ეს არის არხი, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მქონე მაყურებელზე.

როგორც ცნობილია, არხი „სილქ უნივერსალი“ სილქნეტის გარდა, სხვა საკაბელოების ქსელშიც არის განთავსებული, ასევე - ციფრულ მაუწყებელში, რომლის სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.

საწყის ეტაპზე არხი სატესტო რეჟიმში მაუწყებლობს და ეტაპობრივად მოხდება კონტენტის განახლება.

კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

19 სექტემბერი, 2018

ჩინური გიგანტი კომპანია Alibaba 2019 წლისთვის შვილობილ კომპანიას შექმნის, რომელიც ჩიპების, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებისა და კვანტური პროცესორების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად კომპანია...