თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს

თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.

საქართველოში, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფი, თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ტურისტს დამხარება ოპერატიულად გაუწიეს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დათვალიერება ადგილზე ჩაუტარდა, მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, დაზარალებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ მოხდა, ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. დილასაც მოხდა სათხილამურო გზებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...