კომპანია "m2 უძრავი ქონება" სასტუმროების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

კომპანია "m2 უძრავი ქონება" სასტუმროების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" თბილისში მშენებარე სასტუმროს  წილი შეისყიდა. ბუტიკური ტიპის სასტუმრო მთაწმინაზე შენდება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება $4.1 მილიონია. ამ მონეტისთვის m2-ს აღნიშნული სასტუმროს წილის 50% ეკუთვნის, თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, დამატებით $1.9 მილიონის ინვესტიციის შემთხვევაში კომპანიას თავისი წილის 60%-მდე გაზრდა შეუძლია. სასტუმროს გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.
 
კომპანია "m2 უძრავი ქონების" სტრატეგიული მიმართულებები საცხოვრებელი კოპლექსების განვითარება, უძრავი ქონების მართვა, სამშენებლო  საქმიანობის წარმოება და სასტუმროების ქსელის განვითარებაა. აღნიშნული შენაძენის შედეგად, კომპანია  "m2 უძრავი ქონება" საკუთარ პორტფელში სასტუმროს კიდევ 100 ნომერს დაიმატებს.
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...