ლაშა პაპაშვილი: ვამზადებთ მთელ რიგ დოკუმენტაციას, როგორ შეიკვეცოს ბანკების უფლებები

ლაშა პაპაშვილი: ვამზადებთ მთელ რიგ დოკუმენტაციას, როგორ შეიკვეცოს ბანკების უფლებები

ბიზნესი ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით მიმართავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-სთან ისაუბრა.

პაპაშვილის განცხადებით, საფინანსო სექტორის მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გარკვეული რეგულაციები უნდა გაატაროს, რათა მოხსნას ის რისკები, რომელიც გამოწვეულია ბაზარზე ორი მსხვილი ბანკის - საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის დომინანტური პოზიციონირებით.

"ბიზნეს ასოციაცია ამზადებს საკითხებს თუ რა რეგულაციები უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის, რათა ბიზნესი დაიცვას. ბოლო წლების ტენდენციაა რომ ბანკები ძალიან მომგებიანებია და ეკონომიკის არცერთი სფერო არაა მომგებიანი. ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია რომელიც თუ გაგვექცა ძალიან ცუდია. თავკომბალები გაჩნდებიან, ბანკები დააგენერირებენ დიდ მოგებას და დანარჩენი ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. უკვე დროა ბანკებმა აიღონ მეტი რისკები. ვამზადებთ მთელ რიგ დოკუმენტაციას, რაც დასავლური პრაქტიკაა, თუ როგორ უნდა შეიკვეცოს ბანკების უფლებები", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

1 საათის წინ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს "ვაზისუბნის მამული" ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას...